ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო.
ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა და მას 600 მაყურებელზე გავლილი დარბაზი აქვს.