ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა.
პროექტს 58 მილიონ ლარი მოხმარდება და მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას. 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება ისეთ სოფლებს, როგორებიცაა: ხორნაბუჯი, სამრეკლო, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ოზაანი, აბოშიკი, ზემო მაჩხაანი და მირზაანი.
ამ დროისთვის ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
სეზონურად დებიტის სიმცირიდან გამომდინარე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას 2021 წელს ზაფხულში დაიწყება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.