რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და ახალი ხელოვნური ნაგებობები. დაიგება ასფალტის საფარი, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის კიუვეტების და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 396 600 ლარია.