გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა, ეზოს და სპორტული მოედნის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯარო სკოლა სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1,6 ლარს შეადგენს.

Previous articleრუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს