ბოლნისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 250 მეტრზე დაიგება ადგილობრივი ბაზალტის ქვა, მოეწყობა ტროტუარები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ფასადებს და შეიცვლება ჭიშკრები.
პროექტის ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.