გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი გათვლილია 60 ბავშვზე და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მისი მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 721 000 ლარით დაფინანსდა.

2020-2021 წლებში 60-მდე საბავშვო ბაღი აშენდა დაჩაუტარდა რეაბილიტაცია. 6 ბაღი აშენდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ბოლო 2 წლის განმავლობაში 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი აშენდა, არსებული საბავშვო ბაღები კი რეაბილიტირდა.

Previous articleსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
Next articleბოლნისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს