სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ27 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები, საგზაო ნიშნები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ადგილობრივი და ეზოებში შესასვლელები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 885 849 ლარი შეადგინა.

Previous articleხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა