ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად, ხეთაში აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, 1.8 კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 487 ლარი შეადგინა.

ასევე, დასრულდა ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

Previous articleდაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა