დაბა სურამი საკურორტო სეზონს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დასრულდა ამაღლებისა და სარაჯიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს პერიოდში დასრულდება მათიაშვილის ქუჩის მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამივე პროექტზე ერთად 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.