საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კილომეტრამდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს – იწყება საგარეჯოდან 12 კილომეტრში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება.

გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

Previous articleქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleდაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს