ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის კმ29-კმ30 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის მიხედვით, სრულად აღდგება აღნიშნული მონაკვეთის სავალი ნაწილი, მოეწყობა ცემენტ-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა, გვერდულები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 444 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

Previous articleმდინარე ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleსაგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია