ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ16-კმ25 (ლოტი 1) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ზაფხულში დასრულდება.
ამ ეტაპზე ტერამიშის საყრდენი კედლის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.