ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაწყებული რეფორმების ფარგლებში:
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს;
დელტაში, ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტების და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები.
წვევამდელები სამხედრო სავალდებულო ჯარს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში, ამ მიმართულებით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გატარებული რეფორმის ფარგლებში, ამ ეტაპზე სამინისტროსგან უმაღლეს სასწავლებლებში 50%-იანი დაფინანსება 1500-მა სტუდენტმა უკვე მიიღო. დაფინანსება მიიღეს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახის წევრებმა. მინისტრის სტიპენდია კი 115-მა სტუდენტმა მიიღო.