ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.
სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები. სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
გურიის რეგიონში უკვე დასრულდა შრომის, გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების მშენებლობა, ჩხაკაურას სკოლაში კი სამუშაოები გრძელდება.
სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.