ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ტაშისკარიდან ქვეშხეთამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და საგზაო მონიშვნა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში, ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა.
პროექტი ზაფხულში დასრულდება და შედეგად, 3 200 გრძივი მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.