ამ ეტაპზე, ქალაქ ბოლნისში, რამდენიმე ლოკაციაზე, აქტიურად ხორციელდება ცენტრალური ნაწილის ძველი იერ-სახით აღდგენის პროცესი – მიმდინარე სამუშაოები მერაბ კოსტავას, იაკობ ცურტაველის, შოთა რუსთაველის და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ქვაფენილის დაგებას და ღობე-გალავნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. წლის განმავლობაში საავტომობილო გზა მოეწყობა ისეთ სოფლებშიც სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამ დრომდე არ მოწესრიგებულა – სამუშაოები სოფელ ბალიჭში, ნახიდურში, ტალავერსა და ქვემო ბოლნისში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს რეგ.ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353 ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, სამუშაოების შესრულების პროცესში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 247 647 ლარს შეადგენს.