ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს.

ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

Previous articleბათუმის შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
Next articleზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო