ზუგდიდს ახალი სპორტული კომპლექსი ექნება.
პროექტის ფარგლებში, შენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის და მსაჯებისთვის.
გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო – პარკინგი, განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 11.3 მილიონი ლარია.
სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.