ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ღირებულება 1 718 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს. “ჯავა” ახორციელებდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა და დასრულდა, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტიც, რომლის ღირებულება 2345000 ლარია, სადაც სამუშაოები შპს ,,ენენ ჯგუფმა“ ჩაატარა.