საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
2 ქუჩის – რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს წმ. გიორგის 1.5 კმ-იან და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
ფოთის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.