მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეციცხვაიეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება.
პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.