გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავი-ატენის გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე, სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.
პროექტის შედეგად, ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ პირობები და საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას ტურისტებიც შეძლებენ.