ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მალე დასრულდება. ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ასევე, ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვისცენტრის შენობები.
პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარია. სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. 60 ერთეული ავტობუსი გადაეცა ქუთაისს, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, თელავსა და ფოთს – 10-10 ავტობუსი.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.