კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება.

გამწმენდი ნაგებობა ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა.

პროექტებს ჯამურად, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც სრულად მოაწესრიგებს კურორტზე წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურას.

Previous articleქალაქ ხონში თანამედროვე სტანდარტების ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება
Next articleფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია