ქალაქ ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება.
ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
პროექტის მიზანია, კერძო სექტორთან პარტნიორობით თანამედროვე პროფესიული განათლების შეთავაზება რეგიონის მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად.
სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ძირითადად სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით, პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.