ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, შენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე.
ეწყობა კალათბურთის, მინიფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები, კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის.
აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.