საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350-მეტრიანი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.
საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ნიუპოვერი” აწარმოებს.
ამ ეტაპზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.