გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლების – ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.
ამჟამად საქართველოში, ჯამში, დაახლოებით, 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის პროექტი მიმდინარეობს თითქმის 150 ლოკაციაზე, მათ შორის გარდაბანში, რომელიც მოიცავს ექვსი სოფლის 24-საათიან წყალმომარაგებას მაღალი სტანდარტით დამუშავებული წყლით.
პროექტისთვის, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.
მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს გარდაბნის სოფლების მოსახლეობა, ჯამში, 15 000 მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.