სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილი, შენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.
სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლების – ანაგას, ვაქირის, საქობოს, ბოდბისხევის, ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო ბოდბეს და ქვემო მაღაროს მოსახლეობა, რომლიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობდა, პირველად, 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე მასშტაბური პროექტის ითვალისწინებს, დაახლოებით, 315 კილომეტრი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 14 რეზერვუარს. გარდა ამისა, აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 27 მილიონი ლარია.