ქალაქ ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება, უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები.
გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ქ.ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.