საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 5 თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებს.
საცხოვრებელი ბინები ჩაბარდება სრული რემონტით. მოეწყობა მისასვლელი გზები და პარკირების ადგილები. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე.
საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 36 მილიონ ლარს სცდება.
ქუთაისის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და წყალტუბოში ახორციელებს.