შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი – “შკოდას” მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და “კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. ახალი ავტომობილებიდან არცერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.
ახალი ავტომობილები გადაეცა პოლიციის დანაყოფებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.