ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტპარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და დაირგვება ახალი ხე- მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით.

ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.

Previous articleაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
Next articleქუთაისში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხუთი 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს