აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 000 ლარით ფინანსდება.