რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივები და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ. დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები.
რეაბილიტაციამდე აღნიშნულ 5-კილომეტრიან გზაზე მიმოსვლა მოსახლეობისთვის გადაუჭრელი პრობლემა იყო.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.