ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

გზის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივით მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს.

პროექტის შესაბამისად, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.

2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში 110 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

Previous articleდმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ფილიალი გაიხსნა
Next articleცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს