დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ფილიალი გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, დმანისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რიგით მეექვსე ახალი შენობაა. უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა, დამატებით, კიდევ 5 ობიექტი.