ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა, ხოლო ვერტყვიჭალაში ბავშვებს ბაღში სიარული ძველ ამორტიზებულ შენობაში უწევდათ.
პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ახალი ბაღები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ფონდმა საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.