ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბესa და აუზს, მოეწყობა ღობე.
პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს.
მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.