ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ტერიტორიის საერთო ფართობი 10 001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. მოხდა ფანჩატურების განლაგება, გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდა ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი – პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი. ტერიტორიაზე დაირგო ემონიუსის ბუჩქები და ტირიფები.
სამუშაოებს შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939 028 ლარია.
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.