კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში შენობაში იგეგმება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობების შეცვლა, მოეწყობა სველი წერტილები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჭერი, იატაკი, კიბეები და ცენტრალური გათბობა.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის დასრულება კი მიმდინარე წელს იგეგმება.

სამუსიკო სკოლაში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც მუსიკასთან ერთად სხვა სახელოვნებო მიმართულებებსაც ეუფლებიან. სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

Previous articleდმანისის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილირიტებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
Next articleანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია