დმანისის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილირიტებული N1 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შედეგად, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობა.
გარემო ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
სამუშაოების ღირებულებამ, ჯამში, 489 912 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის კიდევ 4 დაწესებულებაში მიმდინარეობს.