ნგრევად შენობებში მცხოვრებ კიდევ 60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ.
ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს ახალ საცხოვრებელს, დამატებით, 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.