გორში ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება, რომელზეც 3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა ეზო და სათამაშო მოედანი.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

Previous article60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა
Next articleთერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში №2 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა