ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.
წყალმომარაგების კომპანია ფოთში, ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.
პირველი პროექტი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე ეს არის წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში. სამუშაოები ითვალისწინებს 145-კილომეტრიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას.
ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.