ქალაქ ქუთაისში თავისუფლების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა სანიაღვრე სისტემები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 186 000 ლარი შეადგინა.