სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი ე.წ. ბარაკების ადგილას მოეწყობა, რომელთა დემონტაჟი დღეს დაიწყება. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების დემონტაჟი დაიწყება.
კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსები არ აშენდება.
აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.