ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტს ფონდი „ქართუ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და იმ შენობათა შორისაა, რომლებიც გერმანელი არქიტექტორის, ფრიკის მიერ არის დაპროექტებული. შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.
სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია.