სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით ხელვაჩაურში ღვინის საწარმო აშენდა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ბენეფიციარმა, თამარ ბოლქვაძემ, ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარები და ინვენტარი შეიძინა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით, პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 2020 წელს 18 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტი 1 მლნ ლარი იქნება.