სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს. პროექტი ითვალისწინებდა 90 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლის მშენებლობას. შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული.
მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.